სიახლე:გამოქვეყნდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ მეორე გამოცემა, რომელიც მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
იხ. ქართულენოვანი გამოცემა:
2024-01-28 სიახლე:პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, - "პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის" მეორე გამოცემისთვის სამეცნიერო ნაშრომთა მიღებას იწყებს.
• აკადემიური მოთხოვნები და სხვა ინფორმაცია სამეცნიერო ნაშრომთა მიღების თაობაზე:
- ნაშრომთა მიღების ვადა: 12 აპრილი - 30 სექტემბერი
- სამეცნიერო ნაშრომთა გამოქვეყნების უფლებით სარგებლობენ:
საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების აკადემიური პერსონალი, მოწვეული ლექტორები, მკვლევრები, დოქტორანტები, მაგისტრები; ჟურნალის დარგობრივი სფეროს პრაქტიკოსი იურისტები; ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის მიერ მოწვეული ავტორები.
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სამეცნიერო სტატია შესაძლებელია, შესრულებული იყოს როგორც ერთი პირის ავტორობით, ისევე რამდენიმე პირის თანაავტორობით.
- ჟურნალის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (journal@pdps.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:
შევსებული განცხადება ჟურნალის მთავარი რედაქტორის სახელზე (დანართი № 1);
სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც მოიცავს ანოტაციასა და საკვანძო სიტყვებს (ჯამში არაუმეტეს 250 სიტყვა), ნაშრომის სრული ტექსტი (არაუმეტეს 20 გვერდისა), ბიბლიოგრაფია;
დოქტორის აკადემიური ხარისხის არმქონე ავტორების შემთხვევაში ― სამეცნიერო ხელმძღვანელის ან ნაშრომის საკვლევი თემატიკის სფეროს წარმომადგენელი სამართლის სპეციალისტის დადებითი რეცენზია.
- ციტირების აკადემიური სტანდარტი:
გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნაშრომში გამოყენებული ლიტერატურა უნდა იყოს მითითებული აკადემიური კეთილსინდისიერების, ასევე, ჟურნალის აკადემიური ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის შედგენის სახელმძღვანელო სტანდარტის დაცვით (დანართი № 2). ნაშრომის მომზადების ეტაპზე მიზანშეწონილია შესაბამისი უცხოენოვანი წყაროების გამოყენება.
სამეცნიერო ნაშრომის ქართული ტექსტი უნდა იყოს შესრულებული Sylfaen_12 ფონტით, ინგლისურენოვანი ტექსტი ― Times New Roman_12 ფონტით, სქოლიო ― ამავე ფონტების 10 ზომით, სტრიქონებს შორის დაშორება ― ერთი ინტერვალი.
2023-04-12
სიახლე:გამოქვეყნდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ პირველი გამოცემა, რომელიც მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
იხ. ქართულენოვანი გამოცემა:
2023-01-28