საგამომცემლო პოლიტიკასაგამომცემლო საქმიანობა წარიმართება დამოუკიდებლობის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, ინტერესთა კონფლიქტის აკრძალვის, კონფიდენციალობის, აკადემიური თავისუფლებისა და კომპეტენტურობის პრინციპთა დაცვით. ჟურნალის საგამომცემლო პოლიტიკა აღიარებს აკადემიური გამოხატვის თავისუფლებას, აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტს და ეთიკის შესაბამის პრინციპებს.
სარედაქციო გადაწყვეტილების, მათ შორის, ნაშრომის გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სარედაქციო საქმიანობაში მონაწილე პირების მხრიდან არსებული ინტერესთა კონფლიქტი გაცხადებულ უნდა იქნეს წინმსწრებით, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში ─ ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენისთანავე. საგამომცემლო პროცესში მონაწილე პირი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნოს საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2023-02-21