ჟურნალი №2 (2024)

მისასალმებელი წერილი

∘ ლელა ჯანაშვილი ∘


წარმოგიდგენთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ მორიგ გამოცემას, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დინამიკურად ცვალებად სირთულეებს ასახავს და მონაცემთა დაცვის სამართლის აქტუალურ საკითხებს განიხილავს. იხილეთ სრული: 
ჟურნალი №2 (2024)

ელექტრონული ვაჭრობა და მონაცემთა დაცვა - ციფრული სერვისების აქტი და მისი იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობაში

∘ ნორბერტ ბერნსდორფი ∘


როგორც „ევროპის მონაცემთა სტრატეგიის“ ნაწილი, ევროკომისია დიდი ხანია ცდილობს მონაცემთა ერთიანი ევროპული შიდა ბაზრის შექმნას და ახალი რეგულაციების დადგენას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისათვის. არსებობს კონფლიქტი, ერთი მხრივ, ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის მე-8 მუხლით დადგენილ მონაცემთა დაცვის ვალდებულებსა და, მეორე მხრივ, პერსონალური მონაცემების დამუშავ
ჟურნალი №2 (2024)

პრინციპი “POENA SINE CULPA” მონაცემთა დაცვის სამართალში და მისი მოქმედების ფარგლები

∘ თომას ჰიორენი ∘ ფილიპ მაიერი ∘ გესა შენქე ∘


2023 წელს “Deutsche Wohnen“-ის საქმეზე წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისას, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (“ECJ“) განმარტა: მაშინ როდესაც საზედამხედველო ორგანოები ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (“GDPR”) 83-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმას აწესებენ, ვალდებულნი არიან დაამტკიცონ, რომ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი „დამნაშავეა“.ი
ჟურნალი №2 (2024)

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების პრინციპები

∘ ოთარ ჩახუნაშვილი ∘


პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა და მოიცავს როგორც პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვას, ისე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებას (ინსპექტირებას). სტატია ეთმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლი
ჟურნალი №2 (2024)

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფარგლები საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას

∘ სერგი ჯორბენაძე ∘


ადვოკატი პროფესიული საქმიანობისას ამუშავებს სხვადასხვა ინფორმაციას, რაც გულისხმობს პერსონალურ მონაცემებთან წვდომის მაღალ ალბათობას. მეტიც, უმეტეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებიც, რა დროსაც, ადვოკატს სიფრთხილე და კანონთან შესაბამისი ქმედება მართებს. ერთმანეთისგან გასამიჯნია პირადი და სამსახურებრივი მიზნით მონაცემთა
ჟურნალი №2 (2024)

ღრუბლოვანი სისტემების მეშვეობით მონაცემთა დამუშავება - გამოწვევები და შესაძლებლობები

∘ ბექა მელაძე ∘


ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება გარშემო არსებული ინფორმაციის ნაკადს. მონაცემთა სწორი და სწრაფი ანალიზი აძლიერებს ინდუსტრიებს, გარდაქმნის საზოგადოებას და აჩქარებს პროგრესს. ამ ტრანსფორმაციაში  განსაკუთრებული როლი უკავია ღრუბლოვან სისტემებს (“Cloud Systems”). აღნიშნული ტექნოლოგია უამრავ შესაძლებლობას ქმნის და  სახელმწიფოს, ბიზნეს სექტო
ჟურნალი №2 (2024)

დასაქმებული პირის სამუშაო პროცესის/სივრცის ვიდეომონიტორინგი

∘ გიორგი ხორბალაძე ∘


პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებების დაცვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი მიზანია. ვიდეომონიტორინგი მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. დასაქმებული პირის, როგორც მონაცემთა სუბიექტის პირადი ავტონომიის პატივისცემის უფლების დასაცავად და მისი სამუშაო სივრცის/პროცეს
ჟურნალი №2 (2024)

ხელოვნური ინტელექტის სისტემების სამართლებრივი რეგულირება და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები

∘ მარიამი გიორგაძე ∘


სტატიის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებული მდგომარეობის, ასევე მისი მუშაობის/განვითარების პროცესში ადამიანის უფლებების, კერძოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალური საკითხების ანალიზი. წინამდებარე სტატიის ფარგლებში განხილულია ხელოვნური ინტელექტის მიერ და მისი მეშვეობით პერსონალურ მონაცემთ
ჟურნალი №2 (2024)

პერსონალურ მონაცემთა დაცვა სამეცნიერო და აკადემიური კვლევის პროცესში

∘ მარიკა აბაზაძე ∘


Ⴑაქართველოში„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებით, განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მაღალ სტანდარტსა და აკადემიური კვლევის მიზნით მონაცემთა  დამუშავების ინტერესს შორის ბალანსის დაცვამ. წინამდებარე სტატიამიმოიხილავს სამეცნიერო და აკადემიური კვლევის პროცესში გასათვალისწინებელ პერსონალურ მონაცემთა და

საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7,0105
2421000
office@pdps.ge

სოციალური ქსელი