ჟურნალი №1-2 (2025)ფიზიკური პირის მიერ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გზით დამუშავება სოციალურ ქსელებში∘ გიორგი ხორბალაძე ∘
აბსტრაქტი
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ უამრავ შესაძლებლობასთან ერთად წარმოშვა რისკები, რომლებიც ხშირად პირის პირადი ცხოვრების უფლების ეფექტიანად სარგებლობის ხელშეშლას უკავშირდება. ინტერნეტსივრცეში მონაცემთა დამუშავება სულ უფრო მეტად ფართო მასშტაბს იღებს. განსაკუთრებით აქტუალურია სხვადასხვა სოციალურ ქსელსა თუ პლატფორმაზე მონაცემების გამჟღავნების გზით დამუშავება, რაც აკრძალულ ქმედებად არ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ დამუშავება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნებთან თავსებადია. წინამდებარე ნაშრომის მიზანია, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე წარმოაჩინოს სოციალურ ქსელებში მონაცემთა გამჟღავნებით დამუშავების თავისებურებები და განსაზღვროს გარემოებები და კრიტერიუმები, რომელთა არსებობის, დაკმაყოფილების შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება კანონიერად მიიჩნევა.
იხილეთ სრული: 