ჟურნალი №1-2 (2025)
ხელოვნური ინტელექტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულირების სამართლებრივი ასპექტები: ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა
∘ ოთარ ჩახუნაშვილი ∘ სალომე სიგუა ∘

აბსტრაქტი


ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციამ საზოგადოებრივ და კერძო სექტორებში მკვეთრად გააფართოვა მონაცემთა დამუშავების პროცესები.აღნიშნულ პროცესს თან ახლავს მონაცემთა დაცვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ეთიკური გამოწვევები. სტატია მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ კანონმდებლობაში. შესწავლილია არსებული რეგულაციები, მათი ეფექტიანობა და შესაბამისობა თანამედროვე ტექნოლოგიურ რეალობასთან. აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურად პასუხობს მოქმედი სამართლებრივი ნორმები AI-ის უნიკალურ შესაძლებლობებსა და რისკებს, მათ შორის, ალგორითმული მიკერძოების, გამჭვირვალობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით.

იხილეთ სრული: 


საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7,0105
2421000
office@pdps.ge

სოციალური ქსელი