ჟურნალი №1-2 (2025)
ხელოვნური ინტელექტის მართვა მონაცემთა დაცვის მეშვეობით: დამოუკიდებელი უწყებების სტრატეგიული როლი ალგორითმული ძალაუფლების ეპოქაში
∘ ჯინევრა სერინა ფერონი ∘

აბსტრაქტი


ხელოვნური ინტელექტი (“AI”) მხოლოდ ტექნოლოგიურ ცვლილებას არ წარმოადგენს, ის ასევე კონსტიტუციური გამოწვევაა. ვინაიდან ხელოვნური ინტელექტის სისტემები უფრო აქტიურად ერთვებიან სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ გადაწყვეტილებებში, იზრდება მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების (“DPAs”) როლის მნიშვნელობა. წინამდებარე მოკლე ესე, რომელიც ეფუძნება იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ვიცე-პრეზიდენტის, პროფესორ ჩერინა ფერონის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორგანოების 33-ე ევროპულ კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვას, განიხილავს ხელოვნურ ინტელექტსა და პერსონალურ მონაცემებს შორის არსებულ სტრუქტურულ ურთიერთდამოკიდებულებას და პერსონალურ მონაცემთა დაცვას ხელოვნური ინტელექტის მართვის ცენტრში ათავსებს. იტალიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გამოცდილებისა და შედარებითი საერთაშორისო მაგალითების საფუძველზე, ის აანალიზებს ოთხ კრიტიკულ სფეროს: კანონიერ საფუძვლებს, მონაცემთა გადაცემას, ავტომატიზებული გადაწყვეტილებების მიღებას და მოწყვლადი პირების დაცვას, რომელთა მიმართებით მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები ადგენენ ხელოვნური ინტელექტის სისტემების ნორმატიულ საზღვრებს. უფრო მეტიც, მასში საუბარია იმაზე, რომ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების როლს სარგებელი შეიძლება მოუტანოს რეაქტიული აღმსრულებლებიდან პროაქტიულ ინსტიტუციურ აქტორებად ევოლუციამ, რომლებიც ჩართულნი იქნებიან სისტემების დიზაინში, აუდიტსა და რისკების კლასიფიკაციაში. ესეში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ხელოვნური ინტელექტის მმართველობის ლეგიტიმურობას, სამართლებრივ სტაბილურობასა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას საუკეთესოდ ემსახურება დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოების ცენტრალური ჩართულობა.

იხილეთ სრული: 


საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7,0105
2421000
office@pdps.ge

სოციალური ქსელი