ჟურნალი №1-2 (2025)მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, როგორც სამართლებრივი საფუძველი: თეორიული და პრაქტიკული ასპექტები∘ თამარ სამნიაშვილი ∘
აბსტრაქტი
სტატიაში განხილულია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ინსტიტუტი, როგორც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი. გაანალიზებულია თანხმობის კანონიერების კრიტერიუმები და მისი ფორმულირების თავისებურებები სამართლებრივ დოკუმენტებში, ხელშეკრულებებსა და ონლაინ სივრცეებში, გამჭვირვალობისა და ინფორმირებულობის პრინციპების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით. სტატია ეფუძნება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის, განსაკუთრებით კი ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (“GDPR”) შედარებით ანალიზს. გამოკვეთილია თანხმობის ინსტიტუტის პრაქტიკაში რეალიზების ძირითადი გამოწვევები და რისკები.სტატიაში წარმოჩენილია თანხმობის ეფექტური გამოყენებისთვის საჭირო კრიტერიუმები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა და რეალიზებაც ხელს უწყობს მონაცემთა დაცვის კულტურის განვითარებასა და საზოგადოების ნდობის გამყარებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
იხილეთ სრული: 