ჟურნალი №1-2 (2025)
მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოდან მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირამდე ― გამოცდილება ევროსტატის ფარგლებში
∘ ენდრე გიოზო სზაბო ∘

აბსტრაქტი


საზედამხედველო ორგანოს საქმიანობიდან მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის საკონსულტაციო საქმიანობაზე გადასვლა პასუხისმგებლობისა და პერსპექტივის შეცვლას გულისხმობს. მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის კონსულტაციის გასაწევად, ზოგადი ცოდნის გარდა, სექტორული ცოდნაც საჭიროა. სხვა ექსპერტებთან ერთობლივი მუშაობა გადამწყვეტია მაღალი დონის კონსულტაციის გასაწევად, მაშინაც კი, თუ სავალდებულო არ არის, ექსპერტებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის კულტურის ჩამოყალიბების პროცესში, რომელიც მოიცავს მონაცემთა დაცვის შესახებ თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას. ევროკავშირის მიერ 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ევროპული სტატისტიკის შესახებ რეგულაციაში. ბოლო წლებში აქცენტი გამოკითხვის მონაცემებიდან ადმინისტრაციულ მონაცემებსა და ახალ ტექნოლოგიებზე გადავიდა. ახალი ჩარჩოს თანახმად, კერძო მონაცემების მფლობელები ვალდებულნი არიან, უფასოდ მიაწოდონ მონაცემები ევროპული სტატისტიკის წარმოებისთვის. კერძო საკუთრებაში არსებული მონაცემების მოთხოვნისას სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტებს და ევროსტატს შეუძლიათ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მკაცრი პირობებით. ეს ზოგადი დებულება უნდა შეივსოს სექტორული საკანონმდებლო აქტით, რომელიც ჩამოთვლის პერსონალური მონაცემების კატეგორიებს, რომლებზეც წვდომა შეიძლება. სტატისტიკური მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომისა და დამუშავებისას როგორც “GDPR”, ასევე “EU DPR” კვლავაც გამოიყენება. ნაშრომში ნათქვამია, რომ კონფიდენციალობის ექსპერტები მათი ორგანიზაციების განუყოფელი ნაწილია და ხელს უწყობენ მისიის წარმატებას. ისინი საჭიროების შემთხვევაში ოპტიმალურ, კანონიერ კორექტირებას გვთავაზობენ და ხელს უწყობენ მონაცემთა დაცვის კულტურის განვითარებას. ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისას შესაბამისობისა და ნდობის აღდგენის უზრუნველყოფა ფუნდამენტურია.

იხილეთ სრული: 


საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7,0105
2421000
office@pdps.ge

სოციალური ქსელი