ჟურნალი №1-2 (2025)
საერთაშორისო თანამშრომლობის რჩეული ასპექტები შვეიცარიის მონაცემთა დაცვის ახალი ფედერალური აქტის მიხედვით
∘ პეტრუ ემანუელ ზლატესკუ ∘

აბსტრაქტი


შვეიცარიის მონაცემთა დაცვის სრულად განახლებული ფედერალური აქტი (“FADP”) მიზნად ისახავს შვეიცარიაში ფიზიკურ პირთა მონაცემების დაცვის გაძლიერებას, კერძოდ, ერთი მხრივ, საერთაშორისო დონეზე მონაცემთა დაცვის სამართლის უახლეს მიღწევებთან შესაბამისობაში მოყვანით და, მეორე მხრივ, უახლეს ტექნოლოგიურ განვითარებასთან ადაპტაციით. ეს ასევე მოიცავს მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის ფედერალური კომისრის (“FDPIC”) უფლებამოსილებების გაძლიერებას. გარე მითითებებისგან დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის განმტკიცების გარდა, ახალმა აქტმა (“FADP”) მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის ფედერალური კომისარი (“FDPIC”) საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ახალი კომპეტენციების ფართო სპექტრით აღჭურვა. ამ სფეროს ქვაკუთხედს წარმოადგენს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს შორის საერთაშორისო ადმინისტრაციული დახმარება და დოკუმენტების უცხოეთში პირდაპირი ჩაბარება. განსახილველი ორივე სამართლებრივი კონცეფცია ფუნდამენტურად ემყარება ორმხრივობის (“reciprocity”) პრინციპს.

იხილეთ სრული: 


საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7,0105
2421000
office@pdps.ge

სოციალური ქსელი