ჟურნალი №1-2 (2025)
ჯგუფის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კოლექტიური ფორმები და მისი კავშირი ტექნოლოგიასა და საკანონმდებლო ჩარჩოებთან
∘ პამ დიქსონი ∘

აბსტრაქტი


კოლექტიური პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა  ადამიანთა ჯგუფის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას გულისხმობს. რამდენადაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით  პროგნოზირებადი ქცევის საფუძველზე ინფორმაციის ანალიზი და დაჯგუფება სულ უფრო მარტივი ხდება, კოლექტიური პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის  საკითხის აქტუალურობაც მზარდია. მიუხედავად აღნიშნულისა, სახეზეა საკითხის სამართლებრივ მოწესრიგებასთან დაკავშირებული ხარვეზი: მკვიდრი მოსახლეობის, მაგალითად, მაორის ტომელთა მმართველობის ჩარჩო აღიარებს კოლექტიური პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, თუმცა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ კანონმდებლობათა უმეტესი ნაწილი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ინდივიდის და არა კოლექტიურ დონეზე განიხილავს. ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაცია“, რომელიც სხვადასხვა ფორმით, მრავალ რეგიონში მონაცემთა დაცვის სფეროს სტანდარტად არის აღიარებული, ინდივიდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვაზე ორიენტირებული სამართლებრივი მოწესრიგების მაგალითს წარმოადგენს. წინამდებარე სტატია ჯგუფის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ცნებას განმარტავს  და ცალკეულ რთულ სოციალურ და ტექნოლოგიურ ასპექტებს აანალიზებს , რომლებიც კოლექტიური პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ხარვეზებს წარმოშვებს. ნაშრომი მიმოიხილავს მნიშვნელოვან შემთხვევებს, რომლებიც ჯგუფის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხს შეეხება, მაგალითად: მაორის ალგორითმის ქარტია ახალი ზელანდიის მთავრობასთან, ა.შ.შ-ის გენეტიკური მონაცემების ბიო ბანკის პოლიტიკა, და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმე „ლევიტი ავსტრიის წინააღმდეგ“.

იხილეთ სრული: 


საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7,0105
2421000
office@pdps.ge

სოციალური ქსელი