ჟურნალი №1-2 (2025)
პერსონალური მონაცემების დაცვა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში
∘ კობა გრიალაშვილი ∘

აბსტრაქტი


პერსონალური მონაცემების დამუშავების მიმართულებით გლობალიზაციამ ახალი გამოწვევები გააჩინა. მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი დამუშავების მასშტაბები. ამ მხრივ, აღსანიშნავია სამართლდამცავი ორგანოების მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მოცულობა, რამდენადაც, კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მათ აქვთ როგორც ღია, ასევე ფარული წყაროებიდან მონაცემთა მოპოვებისა და სხვაგვარი დამუშავების შესაძლებლობა, ხოლო ტექნოლოგია საშუალებას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს, პერსონალური მონაცემები უპრეცედენტო მასშტაბით დაამუშაონ.

სტატიაში ყურადღება  გამახვილდება მონაცემთა დამუშავების სტანდარტებზე სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს სათანადო ბალანსის დაცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესის მიზნებსა და მონაცემთა სუბიექტის უფლების პატივისცემას შორის.  

ნაშრომში განხილული იქნება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის დირექტივა (EU)2016/680 კომპეტენტური ორგანოების მიერ დანაშაულების პრევენციის, გამოძიების, დადგენის ან სისხლისსამართლებრივი დევნის, ან სასჯელთა აღსრულების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის, მონაცემთა თავისუფალი მიმოცვლის შესახებ (შემდგომში - საპოლიციო დირექტივა) და მის რამდენიმე ძირითად კომპონენტებზე გვექნება საუბარი, კერძოდ, განხილული იქნება საპოლიციო  დირექტივის მნიშვნელობა და მისი მიღების ძირითადი მიზანი, საპოლიციო დირექტივით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპები. ძირითადი მსჯელობა დაეთმობა მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, რომლებიც არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი ხერხემალი და რომლის დაცვისა და განმტკიცების მიზნით არის მიღებული არაერთი საერთაშორისო აქტი.

იხილეთ სრული: 


საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7,0105
2421000
office@pdps.ge

სოციალური ქსელი