ჟურნალი №1-2 (2025)საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის არსებული მდგომარეობა ― 2024 წლის კომუნიკაცია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ∘ ნორბერტ ბერნსდორფი ∘
აბსტრაქტი
სტატიაში განხილულია ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სამუშაო დოკუმენტის „ანგარიში საქართველოს შესახებ 2024“ ძირითადი მიგნებები, რომლებიც აფასებს ქვეყნის მიერ 2023 წლის დეკემბრის შემდეგ მიღწეულ პროგრესს, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ნაშრომი მიზნად ისახავს, გააანალიზოს ანგარიშში მოცემული ძირითადი მიგნებები და შეფასებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს ევროკავშირის სამართალთან დაახლოების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ. ამასთანავე, ნაშრომი გვთავაზობს ევროკომისიის დასკვნების სამართლებრივ ანალიზს საქართველოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ევროპის საბჭოს სამართლებრივ ინსტრუმენტებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით. დაბოლოს, ცალკე თავი ეთმობა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ეფექტიანობისა და მისი საზედამხედველო როლის განხილვას პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის ნაწილში.
იხილეთ სრული: 