ჟურნალი №2 (2024)პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების პრინციპები∘ ოთარ ჩახუნაშვილი ∘
აბსტრაქტი
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა და მოიცავს როგორც პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვას, ისე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებას (ინსპექტირებას). სტატია ეთმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლისას არსებულ იმ პრინციპებს, რომლებიც გამომდინარეობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებიდან და რომელთა შესაბამისადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული საქმის წარმოების პროცესი.
იხილეთ სრული: 