ჟურნალი №2 (2024)
პრინციპი “POENA SINE CULPA” მონაცემთა დაცვის სამართალში და მისი მოქმედების ფარგლები
∘ თომას ჰიორენი ∘ ფილიპ მაიერი ∘ გესა შენქე ∘

აბსტრაქტი


2023 წელს “Deutsche Wohnen“-ის საქმეზე წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისას, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (“ECJ“) განმარტა: მაშინ როდესაც საზედამხედველო ორგანოები ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (“GDPR”) 83-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმას აწესებენ, ვალდებულნი არიან დაამტკიცონ, რომ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი „დამნაშავეა“.იმისდა მიხედვით, თუ როგორ განიმარტება გადაწყვეტილება, სასამართლომ უარყო ავტომატური პასუხისმგებლობის იდეა. ამავდროულად, ბერლინის სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც აღნიშნული საქმე გადასაწყვეტად ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადასცა, გაითვალისწინა გადაწყვეტილება და 2024 წლის 22 იანვრის განკარგულებით ბერლინის რეგიონულ სასამართლოს დაუბრუნა განსახილველად, რომელსაც ჯარიმის კანონიერების შესახებ უნდა ემსჯელა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება “ECJ”-ს მიერ დადგენილი  პრინციპების გადახედვის საფუძველს წარმოადგენს, რათა გამოიყენოს განსხვავებული დასაბუთება.

ბრალი, როგორც წინაპირობა ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ 83-ე მუხლის მეთოდოლოგიურ, სწორ ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით წარმოიშვა, ასევე, “GDPR”-ის ზოგადი სისტემისა და მიზნის. შესაბამისად, მეორეული სამართლებრივი წყაროებიდან გამომდინარე დამტკიცდა.

სტატია მიმოიხილავს ბრალის პრინციპის (“culpability principle”) მოქმედებას ევროკავშირის სამართალში და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (“ECtHR”) პრაქტიკას პრინციპთან „არ არსებობს სასჯელი დანაშაულის გარეშე“ (“nulla poena sine culpa“ ) დაკავშირებით.

იხილეთ სრული: 


საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7,0105
2421000
office@pdps.ge

სოციალური ქსელი