ჟურნალი №1 (2024)კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და პერსონალური მონაცემების დაცვა∘ დავით ქანთარია ∘
აბსტრაქტი
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა პრობლემური საკითხია და მას არსებითი მნიშვნელობა აქვს კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. სახელმწიფოს აკისრია მთელი რიგი ვალდებულებები, რომელთა საფუძველზე დგინდება არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ადეკვატური გარანტიები. განსაკუთრებით საინტერესოა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სტიგმატიზებისგან დაცვა და მისი უმტკივნეულო რეინტეგრაცია საზოგადოებაში. იგი მოიცავს კომპლექსურ ღონისძიებებს, რომლებიც პრაქტიკაში უნდა რეალიზდეს.
იხილეთ სრული: