ჟურნალი №1 (2024)პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე სახელმწიფოებში - „უსაფრთხო ნავსადგომი“, „ევროკავშირი-აშშ-ს პირადი ცხოვრების დამცავი სისტემა“ და „ტრანსატლანტიკური მონაცემთა კონფიდენციალობის ჩარჩო“∘ ნორბერტ ბერნსდორფი ∘
აბსტრაქტი
ახალი შეთანხმება - “ტრანსატლანტიკური მონაცემთა კონფიდენციალობის დამცავი სისტემა” („Trans-Atlantic Data Privacy Shield Framework“) წარმოადგენს “ევროკავშირი-აშშ-ს პირადი ცხოვრების დამცავი სისტემის” (“EU-US Privacy Shield”) შეთანხმების სამართალმემკვიდრეს. ევროკომისიის შესაბამისობის გადაწყვეტილება, რომელიც ამ უკანასკნელს ეფუძნებოდა, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (“CJEU”) სენსაციური გადაწყვეტილებით („Schrems II“), 2020 წლის ივლისში გამოცხადდა ძალადაკარგულად. აღნიშნულს წინ უძღოდა შესაბამისობის გადაწყვეტილების კრიტიკა ლუქსემბურგის მოსამართლეების მხრიდან, რაც „უსაფრთხო ნავსადგომის“ სახელით ცნობილი შეთანხმებიდან გამომდინარეობდა. ორივე შემთხვევა შეეხებოდა აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურების ფართო უფლებამოსილებას ევროკავშირის მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებთან მიმართებაში. “CJEU”-მ დაადგინა, რომ აშშ-ში მონაცემთა დაცვის დონე არ შეესაბამებოდა ევროკავშირის სტანდარტებს.
იხილეთ სრული: