ჟურნალი №1 (2023)როდესაც ჩვენი მანქანები გვსწავლობენ: ევროპის კავშირის მცდელობები ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისა და პროფილირების რეგულირებასთან დაკავშირებით∘ ატილა პეტერფალვი ∘ დანიელ ესტერი ∘
აბსტრაქტი
ნაშრომის პირველი ნაწილში განხილულია მონაცემებზე ორიენტირებული მანქანურ სწავლებასა და ავტონომიური და ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების უნარის მქონე კომპიუტერული პროგრამის შესაბამისობა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) კონკრეტულ დებულებებთან, რომელიც ძალაშია 2018 წლის 25 მაისიდან. თავდაპირველად, თემა წარმოდგენილია ზოგადი შესავლის სახით ხელოვნური ინტელექტის (AI) სოციალურ ზეგავლენის შესახებ. შემდეგ, აღვნიშნავთ საბაზისო ტექნოლოგიურ ფონს და მანქანური სწავლების რამდენიმე ძირითად კონცეფციას, ასეთ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივად რელევანტურ საკითხებს. მოგვიანებით მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) შესაბამისი დებულებები, ასევე მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი და მათი გადაჭრის გზები იქნება წარმოდგენილი. კვლევის მეორე ნაწილში განხილულია მონაცემებით მართული ავტომატური პროფილირების სოციალური ზეგავლენის ცნობილი მაგალითი, ე. წ. „კემბრიჯ ანალიტიკის“ სკანდალში ამომრჩევლების სურვილსა და შეგნებაზე ირიბი ზეგავლენა, რომელშიც მონაცემთა დაცვის ფენომენის მნიშვნელობა კარგად არის წარმოჩენილი. ბოლო თავში კი მოკლედ არის წარმოდგენილი ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალი კოდექსის პროექტი და მისი მცდელობა, ახალი კანონმდებლობით დაარეგულიროს ეს ფენომენი, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ სამეცნიერო და პროფესიულ დებატებს წარმოშობს.
საკვანძო სიტყვები: ავტომატური გადაწყვეტილების მიღება, პროფილირება, GDPR (მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია), ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, „კემბრიჯ ანალიტიკა“, AI (ხელოვნური ინტელექტის) რეგულაცია.
იხილეთ სრული: