ჟურნალი №1 (2023)ციფრულ გარემოში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა მშობლებისა და შვილების განსხვავებული მოლოდინების პირობებში∘ თამარ შუდრა ∘
აბსტრაქტი
ყველა ბავშვს აქვს მისი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის უფლება როგორც
ჩვეულებრივ, ასევე ციფრულ გარემოში. შესაბამისად, ასაკისა და დამუშავების პლატფორმის მიუხედავად, დაცული უნდა
იყოს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და პერსონალური მონაცემები. ევროპული და ამერიკული საკანონმდებლო ნორმები (ზოგ შემთხვევაში, ასევე სასამართლო პრაქტიკა) ბავშვის პირადი ცხოვრების დაცვის მთავარ ფიგურად მშობელს მოიაზრებს, რადგან მას აქვს ბავშვის ინფორმაციის დამუშავებაზე ექსკლუზიური კონტროლის უფლება. საკანონმდებლო ნორმები, როგორც წესი, არ არეგულირებს მშობლების მიერ შვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივ ასპექტებს მშობლის მხრიდან შვილის
უფლებების შეზღუდვის ჭრილში. აღნიშნული ნაწილობრივ გამოწვეულია საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებით, რომ მშობლის მოქმედებები ყოველთვის განპირობებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესით, ასევე იმ ფაქტორით, რომ „გაციფრულებული ბავშვები“ ჯერ კიდევ პატარები არიან და იურიდიულ წრეებში ციფრულ გარემოში მშობლების მიმართ მათი უფლებების დაცვის საკითხებზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. სასამართლო პრაქტიკა ადასტურებს, რომ „მშობლის თვალით“ დანახული ბავშვის საუკეთესო ინტერესი ყოველთვის არ არის თანხვედრაში „შვილის თვალით“ აღქმულ საუკეთესო ინტერესთან. შესაბამისად, თანამედროვე ეპოქაში გამოიკვეთა მშობლებისა და არასრულწლოვანი შვილების განსხვავებული მოლოდინები და შეხედულებები
ციფრულ გარემოში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცულობის ასპექტში. წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს იმგვარი მექანიზმების განხილვას, რომლებიც არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის გზით უზრუნველყოფს ციფრულ გარემოში მშობლებისა და არასრულწლოვანი შვილების მოლოდინების მართებულ ფორმირებას.
საკვანძო სიტყვები: პერსონალური მონაცემები, არასრულწლოვანი, ციფრული გარემო, თანხმობა.
იხილეთ სრული: