ჟურნალი №1 (2023)კორპორაციული მართვის სისტემაში მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუციური როლის ინტერდისციპლინური ანალიზი∘ ანა თოხაძე ∘
აბსტრაქტი
მსხვილი კორპორაციების მიერ პერსონალურ მონაცემთა სისტემური და ფართომასშტაბიანი დამუშავების მზარდმა ტენდენციამ განაპირობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო მოწესრიგების გაძლიერება, განსაკუთრებით კი მონაცემთა სუბიექტების უფლებებისა და ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი, რომელიც მართალია, ეროვნულ კანონმდებლობაში ჯერ-ჯერობით არ არის ასახული, მონაცემთა დამუშავების კანონიერების, კორპორაციისა და მონაცემთა სუბიექტის ინტერესების თანაფარდობის უზრუნველყოფის ერთგვარი მექანიზმია. წინამდებარე ნაშრომი ამ ინსტიტუტის ინტერდისციპლინურ გააზრებას ეთმობა, ერთი მხრივ, საკორპორაციო სამართლის პერსპექტივით, ხოლო მეორე მხრივ ― პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის თვალსაზრისით, რათა განისაზღვროს მისი ინსტიტუციური ფუნცია კერძო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ სტრუქტურაში.
საკვანძო სიტყვები: კორპორაციული მართვა, მონაცემთა დაცვა, მონაცემთა დაცვის ოფიცერი, მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია.
იხილეთ სრული: 