ჟურნალი №2 (2024)დასაქმებული პირის სამუშაო პროცესის/სივრცის ვიდეომონიტორინგი∘ გიორგი ხორბალაძე ∘
აბსტრაქტი
პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებების დაცვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი მიზანია. ვიდეომონიტორინგი მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. დასაქმებული პირის, როგორც მონაცემთა სუბიექტის პირადი ავტონომიის პატივისცემის უფლების დასაცავად და მისი სამუშაო სივრცის/პროცესის ვიდეომონიტორინგის კანონიერად განსახორციელებლად, აუცილებელია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი არაერთი სამართლებრივი საკითხის გათვალისწინება.
წინამდებარე ნაშრომში განიხილება დასაქმებულის სამუშაო ადგილზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების საკანონმდებლო რეგულირება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, ევროპის ქვეყნების საზედამხედველო ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, დასაქმებულის სამუშაო პროცესისა თუ სივრცის ვიდეომონიტორინგთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი/უფლებამოსილი პირის ძირითადი ვალდებულებები.
იხილეთ სრული: 