ჟურნალი №2 (2024)პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფარგლები საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას∘ სერგი ჯორბენაძე ∘
აბსტრაქტი
ადვოკატი პროფესიული საქმიანობისას ამუშავებს სხვადასხვა ინფორმაციას, რაც გულისხმობს პერსონალურ მონაცემებთან წვდომის მაღალ ალბათობას. მეტიც, უმეტეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებიც, რა დროსაც, ადვოკატს სიფრთხილე და კანონთან შესაბამისი ქმედება მართებს. ერთმანეთისგან გასამიჯნია პირადი და სამსახურებრივი მიზნით მონაცემთა დამუშავების საკითხი, ასევე, უსაფრთხოების დაცვა, თუ კლიენტის ინტერესის გათვალისწინება.
ვინაიდან საადვოკატო საქმიანობა არ ნიშნავს შეუზღუდავ უფლებამოსილებას, ადვოკატის მიერ პერსონალურ მონაცემთა არასათანადო დამუშავებამ შესაძლებელია, რომ ერთგვარი ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. კერძოდ, კონკრეტული ქმედებით შეიძლება დაირღვეს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი და ასევე, პროფესიული სტანდარტი.
წინამდებარე ნაშრომი ეხება დადგენილი პრაქტიკის შეჯერებასა და ანალიზს, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილია (საადვოკატო საქმიანობასთან მიმართებით) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებისა თუ სტანდარტის დარღვევის ცალკეული შემთხვევები.
იხილეთ სრული: 