ჟურნალი №1 (2024)„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი საქართველოში - მოკლე მიმოხილვა∘ ნორბერტ ბერნსდორფი ∘
აბსტრაქტი
ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაცია“ (“GDPR”) წარმოადგენს მონაცემთა დაცვის მთავარ მარეგულირებელ კანონს ევროპაში, რომელმაც ჩაანაცვლა ადრე მოქმედი მონაცემთა დაცვის დირექტივა (95/46/EC). ამგვარად, “GDPR” ევროკავშირის თითოეული მოქალაქისთვის ქმნის მონაცემთა დაცვის ერთგვაროვან სტანდარტს. მიუხედავად იმისა, რომ “GDPR” ავტომატურად ინტეგრირდება საქართველოს საკანონმდებლო სისტემაში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება, საქართველოს მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა მაინც უნდა შეესაბამებოდეს მას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთანავე, „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ ყველა დებულება ამოქმედდება. იქიდან გამომდინარე, რომ “GDPR”-ის გამოყენება პრიორიტეტულია საქართველოს კანონთან შედარებით, ეს უკანასკნელი გავრცელდება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებსაც “GDPR” არ დაარეგულირებს.
იხილეთ სრული: