ჟურნალი №1 (2024)პერსონალურ მონაცემთა დაცვა სამომხმარებლო ურთიერთობებში (საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების მიმოხილვა)∘ მარიამ შაიშმელაშვილი ∘
აბსტრაქტი
თანამედროვე სავაჭრო ურთიერთობის განვითარების კვალდაკვალ აქტუალური ხდება სავაჭრო ურთიერთობის დახვეწის საჭიროება, აღნიშნული კი წარმოუდგენელია მომხმარებლის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვის გარეშე, რა დროსაც მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების საჭიროება იკვეთება და რომლის საფუძველზეც ხორციელდება, როგორც მარკეტინგული ღონისძიებები, ასევე, ვლინდება სამომხმარებლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები. სასიხარულოა, რომ სახელმწიფოს ზემოხსენებულ ორივე დარგში აქვს მიღებული ევროდირექტივებთან შესაბამისი ორი ახალი სპეციალური კანონი, ერთი მხრივ, 2022 წლის 1 ივნისის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და მეორე მხრივ, 2023 წლის 14 ივნისის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. სტატიაში განხილული იქნება სამომხმარებლო ურთიერთობების სამართლებრივი გარანტიები, რომელსაც ადგენს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე ის დირექტივები, რომელთა საფუძველზეც იმპლემენტირებულია აღნიშნული აქტები.
იხილეთ სრული: