ჟურნალი №1-2 (2025)

მთავარი რედაქტორისაგან

∘ ლელა ჯანაშვილი ∘


წარმოგიდგენთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ მიმდინაწე წლის პირველ და მეორე გაერთიანებულ გამოცემას, რომელიც ეძღვნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის  საზედამხედველო ორგანოების 33-ე ევროპულ საგაზაფხულო კონფერენციას (“European Conference of Data Protection Authorities – Spring Conference”) და „ტექნოლოგიის მიმართულებით მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის“ რიგით 75-ე შეხვედრას ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

სახის ამომცნობი ტექნოლოგია: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებები და საკანონმდებლო გამოწვევები

∘ შერონ აზარია ∘


აბსტრაქტი

სახის ამომცნობი ტექნოლოგია სწრაფად გარდაიქმნა სამომავლო კონცეფციიდან ყოველდღიურ რეალობად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით  როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიის გამოყენების მომხრეები აღნიშნავენ მის პოტენციალს უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და მომსახურების პროცესის გამარტივების თვალსაზრისით, კრიტიკოსები ხაზს უსვამენ  ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალობა ჭკვიან ქალაქებში: ტექნოლოგიების სფეროში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის დოკუმენტის კრიტიკული ანალიზი

∘ შერონ აზარია ∘


აბსტრაქტი

ურბანული გარემოს სწრაფმა დიგიტალიზაციამ ქალაქები მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და ავტომატიზებული გადაწყვეტილებების მიღების რთულ ეკოსისტემებად გადააქცია. ტექნოლოგიების სფეროში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი (“IWGDPT”) ამ ტრანსფორმაციას განიხილავს დოკუმენტში „ჭკვიანი ქალაქები“, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ ჩარჩოს „ჭკვიანი ქალაქის“ ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისტორიული ფესვები ― როგორ გაჩნდა ის!

∘ ნორბერტ ბერნსდორფი ∘


აბსტრაქტი

სტატიაში განხილულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისტორიული საწყისები, რომლებიც სათავეს ანტიკური ხანიდან იღებს. ნაშრომი შეეხება მონაცემთა დაცვის ტერმინოლოგიის საფუძვლებს, მის ადრეულ და თანამედროვე ფორმებსა და განვითარებას წლების განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი ჩარჩოების ჩამოყალიბებას 1970 წლიდან, გერმანიით დაწყებული იმ ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის არსებული მდგომარეობა ― 2024 წლის კომუნიკაცია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ

∘ ნორბერტ ბერნსდორფი ∘


აბსტრაქტი

სტატიაში განხილულია ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სამუშაო დოკუმენტის „ანგარიში საქართველოს შესახებ 2024“  ძირითადი მიგნებები, რომლებიც აფასებს ქვეყნის მიერ 2023 წლის დეკემბრის შემდეგ მიღწეულ პროგრესს, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ნაშრომი მიზნად ისახავს, გააანალიზოს ანგარიშში მოცემული ძირითადი მიგნებები ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ეთიკა და თანამშრომლობა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების როლი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში

∘ მაქსიმ გენარტი ∘


აბსტრაქტი

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ამ მეტად საინტერესო სამი დღისთვის და ბათუმში თბილი დახვედრისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი მათ შესაძლებლობისთვის, წარვდგე ასეთ გამორჩეულ მომხსენებლებთან ერთად თემაზე: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ეთიკა და თანამშრომლობა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

მონაცემთა მინიმიზაციისა და მოდელის მაქსიმიზაციის თავსებადობა: მარეგულირებელი და ეთიკური წინააღმდეგობები ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში

∘ აგნიესკა გრზელაკი ∘


აბსტრაქტი

ფართომასშტაბიანი ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების, განსაკუთრებით კი დიდი ენობრივი მოდელების (LLM) სწრაფმა განვითარებამ, მონაცემთა დაცვის სფეროში ღრმა მარეგულირებელი წინააღმდეგობები წარმოშვა. ამ დისკურსის ცენტრშია კონფლიქტი მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპსა, რომელიც „მონაცემთა დაცვის ძირითად რეგულაციით“ არის განმტკიცებული, და ხელოვნური ინტელექტის მოდელების ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

პერსონალური მონაცემების დაცვა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში

∘ კობა გრიალაშვილი ∘


აბსტრაქტი

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიმართულებით გლობალიზაციამ ახალი გამოწვევები გააჩინა. მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი დამუშავების მასშტაბები. ამ მხრივ, აღსანიშნავია სამართლდამცავი ორგანოების მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მოცულობა, რამდენადაც, კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მათ აქვთ როგორც ღია, ასევე ფარული ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

ჯგუფის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კოლექტიური ფორმები და მისი კავშირი ტექნოლოგიასა და საკანონმდებლო ჩარჩოებთან

∘ პამ დიქსონი ∘


აბსტრაქტი

კოლექტიური პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა  ადამიანთა ჯგუფის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას გულისხმობს. რამდენადაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით  პროგნოზირებადი ქცევის საფუძველზე ინფორმაციის ანალიზი და დაჯგუფება სულ უფრო მარტივი ხდება, კოლექტიური პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის  საკითხის აქტუალურობაც მზარდია. მიუხედავად აღნიშნულისა, სახეზეა საკითხის ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

კონფიდენციალობის გამაძლიერებელი ტექნოლოგიების დანერგვის ჩარჩო მონაცემთა სანდო გაზიარების მიზნით

∘ ჯუზეპე დ’აკვისტო ∘ ლუდოვიკა დე ბენედეტი ∘


აბსტრაქტი

მონაცემები წარმოადგენს აუცილებელ აქტივს, რომლებიც ორგანიზაციებს ეხმარება მიაღწიონ თავიანთ დასახულ მიზნებს და შექმნან ღირებული პროდუქტი. მაგალითად, მონაცემების შეგროვება და ანალიზი შესაძლებელია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების, ბიზნეს ოპერაციების ოპტიმიზაციის ან ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით იყოს ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

სამუშაო დოკუმენტი დიდი ენობრივი მოდელების (“LLMS”) შესახებ

∘ დევიდ ვაინკაუფი ∘


აბსტრაქტი

დიდი ენობრივი მოდელები (“LLMs”) წარმოადგენს განსაკუთრებით მასშტაბურ და კომპლექსურ მანქანური სწავლების სისტემებს, რომლებსაც შეუძლია მომხმარებლის შეკითხვებზე პასუხად შექმნან მკაფიო და დამაჯერებლად ჟღერადი — თუმცა არა აუცილებლად ჭეშმარიტი — ტექსტი. წინამდებარე ნაშრომი გთავაზობთ “LLM”-ების სიღრმისეულ და კომპლექსურ ანალიზს, რომლის მიზანია მონაცემთა დაცვის ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

საერთაშორისო თანამშრომლობის რჩეული ასპექტები შვეიცარიის მონაცემთა დაცვის ახალი ფედერალური აქტის მიხედვით

∘ პეტრუ ემანუელ ზლატესკუ ∘


აბსტრაქტი

შვეიცარიის მონაცემთა დაცვის სრულად განახლებული ფედერალური აქტი (“FADP”) მიზნად ისახავს შვეიცარიაში ფიზიკურ პირთა მონაცემების დაცვის გაძლიერებას, კერძოდ, ერთი მხრივ, საერთაშორისო დონეზე მონაცემთა დაცვის სამართლის უახლეს მიღწევებთან შესაბამისობაში მოყვანით და, მეორე მხრივ, უახლეს ტექნოლოგიურ განვითარებასთან ადაპტაციით. ეს ასევე მოიცავს მონაცემთა დაცვისა და ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

საერთაშორისო თანამშრომლობა: შესაძლებლობების გაფართოება და გავლენის გაძლიერება

∘ რეიჩელ მასტერტონი ∘


აბსტრაქტი

პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხშირად გლობალური მასშტაბით ხორციელდება და, შესაბამისად, გლობალური გავლენაც აქვს. რეგულირება კი, თავის მხრივ, გეოგრაფიული საზღვრების შესაბამისად არის აგებული. ამ გეოგრაფიული განსხვავებების აღმოფხვრა შესაძლებელია საერთაშორისო თანამშრომლობით, რომელიც ლოურენს ლესიგის მიერ “Pathetic Dot” მოდელშია განსაზღვრული რეგულირების ოთხი მოდალობის ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

ბრიუსელის ეფექტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ აქტი

∘ ჯოვანი მარია რიჩიო ∘


აბსტრაქტი

წინამდებარე სტატია იკვლევს შედარებითი სამართლის როლს ახალი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე სამართლებრივი გამოწვევების გააზრებისა და მათზე რეაგირების პროცესში. სტატიაში განხილულია შემდეგი საკითხები: მიზეზები, თუ რატომ ადგენს ევროკავშირი გლობალურ მარეგულირებელ სტანდარტებს, რაც ილუსტრირებულია “GDPR”-ის მაგალითით; ამერიკის შეერთებული შტატების ინოვაციური პოტენციალის ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოდან მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირამდე ― გამოცდილება ევროსტატის ფარგლებში

∘ ენდრე გიოზო სზაბო ∘


აბსტრაქტი

საზედამხედველო ორგანოს საქმიანობიდან მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის საკონსულტაციო საქმიანობაზე გადასვლა პასუხისმგებლობისა და პერსპექტივის შეცვლას გულისხმობს. მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის კონსულტაციის გასაწევად, ზოგადი ცოდნის გარდა, სექტორული ცოდნაც საჭიროა. სხვა ექსპერტებთან ერთობლივი მუშაობა გადამწყვეტია მაღალი დონის ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების ევროპული სივრცე (“EHDS”)

∘ იულია სზიკლეი ∘


აბსტრაქტი

„ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების ევროპული სივრცის (“EHDS”) შესახებ“ რეგულაცია მიღებულია 2025 წლის 11 თებერვალს, სრულად კი 2031 წლის 26 მარტიდან ამოქმედდება. რეგულაციას ორმაგი მიზანი აქვს: პირველი, პაციენტებისთვის ჯანდაცვის კონტექსტში მათ პერსონალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ელექტრონულ მონაცემებზე წვდომისა და მათი კონტროლის გაუმჯობესება და მეორე, ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, როგორც სამართლებრივი საფუძველი: თეორიული და პრაქტიკული ასპექტები

∘ თამარ სამნიაშვილი ∘


აბსტრაქტი

სტატიაში განხილულია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ინსტიტუტი, როგორც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი. გაანალიზებულია თანხმობის კანონიერების კრიტერიუმები და მისი ფორმულირების თავისებურებები სამართლებრივ დოკუმენტებში, ხელშეკრულებებსა და ონლაინ სივრცეებში, გამჭვირვალობისა და ინფორმირებულობის პრინციპების დაცვის აუცილებლობის ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

ხელოვნური ინტელექტის მართვა მონაცემთა დაცვის მეშვეობით: დამოუკიდებელი უწყებების სტრატეგიული როლი ალგორითმული ძალაუფლების ეპოქაში

∘ ჯინევრა სერინა ფერონი ∘


აბსტრაქტი

ხელოვნური ინტელექტი (“AI”) მხოლოდ ტექნოლოგიურ ცვლილებას არ წარმოადგენს, ის ასევე კონსტიტუციური გამოწვევაა. ვინაიდან ხელოვნური ინტელექტის სისტემები უფრო აქტიურად ერთვებიან სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ გადაწყვეტილებებში, იზრდება მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების (“DPAs”) როლის მნიშვნელობა. წინამდებარე მოკლე ესე, რომელიც ეფუძნება იტალიის ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

ხელოვნური ინტელექტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულირების სამართლებრივი ასპექტები: ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა

∘ ოთარ ჩახუნაშვილი ∘ სალომე სიგუა ∘


აბსტრაქტი

ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციამ საზოგადოებრივ და კერძო სექტორებში მკვეთრად გააფართოვა მონაცემთა დამუშავების პროცესები.აღნიშნულ პროცესს თან ახლავს მონაცემთა დაცვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ეთიკური გამოწვევები. სტატია მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების მიერ პერსონალური მონაცემების ...
2025-12-20
ჟურნალი №1-2 (2025)

ფიზიკური პირის მიერ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გზით დამუშავება სოციალურ ქსელებში

∘ გიორგი ხორბალაძე ∘


აბსტრაქტი

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ უამრავ შესაძლებლობასთან ერთად წარმოშვა რისკები, რომლებიც ხშირად პირის პირადი ცხოვრების უფლების ეფექტიანად სარგებლობის ხელშეშლას უკავშირდება. ინტერნეტსივრცეში მონაცემთა დამუშავება სულ უფრო მეტად ფართო მასშტაბს იღებს. განსაკუთრებით აქტუალურია სხვადასხვა სოციალურ ქსელსა თუ პლატფორმაზე მონაცემების გამჟღავნების გზით ...
2025-12-20

საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7,0105
2421000
office@pdps.ge

სოციალური ქსელი